საქართველოს
მორბენალთა
კლუბი
ვაყალიბებთ მორბენალთა კულტურას საქართველოში. შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წევრი.
ჩვენს შესახებ
სირბილისა და ჯანსაღი გართობის მოყვარულთა კლუბი — ტემპის, დისტანციისა და ადგილის მიუხედავად.
- საზოგადოება
ყველა დონის მორბენალი — პირველი 5 კმ-იდან მსოფლიო დონის მარათონებამდე.
- გზა და ბილიკები
დავრბივართ როგორც ქალაქის ქუჩებში და პროფესიონალურ ბილიკზე (ტრეკზე), ასევე გრძელ მარშრუტებზე საქართველოს ულამაზეს მთებში.
- ვარჯიში
კლუბთან ერთად შეგიძლიათ მოემზადოთ კონკრეტული გარბენისთვის, მარათონისთვის ან საკუთარი რეკორდის გასაუმჯობესებლად.
- ცოდნის გაზიარება
პერიოდულად გვაქვს ცოდნის გაზიარების სესიები, სადაც საშუალება გექნებათ მოისმინოთ გამოცდილი სპორტსმენების რჩევები და დაუსვათ მათ კითხვები.
- გამოწვევები
გვაქვს კლუბის შეჯიბრები, სახალისო გამოწვევები და მოულოდნელი ფორმაში ყოფნის შესამოწმებელი ტესტები.
- შემოგვიერთდი
კლუბის გარბენებზე მოსვლა და სირბილი ყველას შეგიძლიათ. ოფიციალური კლუბის წევრობისთვის კი გაიარეთ რეგისტრაცია.
გახდი ჩვენიანი
აირჩიე სასურველი პაკეტი და შემოგვიერთდი.
რეგულარული წევრი
M·01- 20%-იანი ფასდაკლება კლუბის მაღაზიაში ნებისმიერ ნივთზე
- პარტნიორი კომპანიების ფასდაკლებები
- ფასდაკლებები შეჯიბრებებზე და ღონისძიებებზე
- შეზღუდულ ღონისძიებებზე პრიორიტეტული რეგისტრაცია
- გათამაშებები მხოლოდ წევრებისთვის
პრემიუმ წევრი
M·02- სპეციალურად შედგენილი 3-თვიანი სავარჯიშო გეგმა
- ყოველკვირეული პროფესიონალური ვარჯიშები Track-ზე
- ექსკლუზიური WhatsApp ჩატი სწრაფი პასუხებისთვის
- თვიური ცოდნის გაზიარების ვებინარები
- კლუბის მაისური 3 თვის შემდეგ. საჩუქრები ყოველ 6 თვეში
- ყველა ბენეფიტი, რაც რეგულარულ წევრობაში შედის
სარბენი ბილიკები საქართველოში
აქ ჩამოთვლილია ის სამთო ბილიკები, რომლებიც გაგვირბენია და საკუთარ თავზე გამოგვიცდია.
მარშრუტების რუკები, GPX ფაილები და ჩვენი გასვლების გამოცდილება საქართველოს მთებიდან.
აღმოაჩინე სარბენი მარშრუტები
