მთავარ შინაარსზე გადასვლა
GeoRunnersGeoRunners
კლუბიმაღაზიაწევრობაბილიკები
კლუბიმაღაზიაწევრობაბილიკები
საიტზე დაბრუნება

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 12 ოქტომბერი, 2026

ვინ ვართ

საიტს georunners.ge მართავს ინდივიდუალური მეწარმე გუგა გონგაძე (ს/ნ 01019076065), სავაჭრო სახელით GeoRunners, თბილისი, საქართველო.

რას გთავაზობთ

საიტის მეშვეობით შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კლუბის გარბენებზე, შეიძინოთ GeoRunners-ის ბრენდირებული პროდუქცია და გადაიხადოთ კლუბის საწევრო — ყოველთვიურად ან წლიურად.

ფასები და გადახდა

ყველა ფასი მითითებულია ლარში (GEL). ბარათით გადახდებს ამუშავებს UniPAY — საქართველოში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენს სერვერებზე არ ინახება. წარმატებული გადახდის შემდეგ დადასტურებას მიიღებთ ელფოსტაზე.

საწევროს ავტომატური განახლება

კლუბის წევრობა გამოწერაა. გაწევრიანებისას ირჩევთ პაკეტს (რეგულარული ან პრემიუმი) და გადახდის პერიოდს (ყოველთვიური ან წლიური) და იხდით პირველ პერიოდს. UniPAY ინახავს თქვენს ბარათს და ყოველი შემდეგი პერიოდის დასაწყისში ავტომატურად ჩამოჭრის საწევროს იმ ფასად, რომელიც გაწევრიანებისას იყო მითითებული. ფასის ცვლილება არსებულ წევრობას არ ეხება.

გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ქვითარზე მითითებული ბმულიდან ან hello@georunners.ge-ზე მოწერით. წევრობა უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე აქტიური რჩება და მეტი აღარაფერი ჩამოიჭრება.

თუ განახლების ჩამოჭრა ვერ მოხერხდა, მომდევნო დღეებში კიდევ ვცდილობთ. სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წევრობა გადახდილი პერიოდის ბოლოს წყდება; ხელახლა გაწევრიანება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

გატანა

პროდუქციის გატანა ხდება კლუბის ვარჯიშებზე და ღონისძიებებზე თბილისში. გადახდის შემდეგ დაგიკავშირდებით დროის შესათანხმებლად.

დაბრუნება და თანხის ანაზღაურება

პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ ის უხმარია და თავდაპირველ მდგომარეობაშია. თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც გადაიხადეთ.

საწევროს გაუქმება და სრული ანაზღაურება შესაძლებელია შეძენიდან 14 დღის განმავლობაში.

გარბენის რეგისტრაციის პირობები ქვეყნდება შესაბამისი ღონისძიების გვერდზე. ორგანიზატორის მიერ ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის საფასური ბრუნდება.

კანონმდებლობა და კონტაქტი

ეს პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: hello@georunners.ge.

GeoRunners

მიზანი: სირბილის პოპულარიზაცია ქართულ საზოგადოებაში

კლუბი

ჩვენს შესახებმაღაზიაწევრობაბილიკები

კონტაქტი

hello@georunners.geInstagramFacebookStrava club

სამართლებრივი

კონტაქტიწესები და პირობებიკონფიდენციალურობა
© 2026 GeoRunners Club · თბილისი